logo_geo
eng_logo
ლონდონის მერი სადიქ ხანი მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდებს
- +

4 აგვისტო. 2016. 15:33



ლონდონის მერის სადიქ ხანის განცხადებით, დედაქალაქის მცხოვრებლებმა სიფხიზლი უნდა გამოიჩინონ და საეჭვო სიტუაციის შემთხვევაში მათ სამართალდამცველებს დაუყონებლივ უნდა მიმართონ.


ლონდონის მერმა მოსახლეობას სიფხიზლისაკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც დედაქალაქის ცენტრში დანით შეიარაღებულმა პირმა ერთი ადამიანი მოკლა და 5 დაჭრა.


თავდამსხმელი, 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, სამართალდამცველებმა თავდასხმიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

პოლიცია ტერორისტულ მოტივებს არ გამორიცხავს, თუმცა ამავდროულად აღნიშნავს, რომ თავდამსხმელს შესაძლოა, ფისიქკური სახის პრობლემები ჰქონდეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner