logo_geo
eng_logo
ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი მზად არის, რომ რუსეთმა შესაძლოა, ბუნებრივი აირის მოწოდება შეწყვიტოს
- +

31 იანვარი. 2022. 11:39

 

 

ევროკავშირმა შეიმუშავა  ზომები, რომლებსაც  რუსეთის მიერ ბუნებრივი აირის მოწოდების შეწყვეტის შემთხვევაში აამოქმედებს. ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

 

როგორც ბორელმა საკუთარ მიკრობლოგში დაწერა, ევროკავშირი მზად არის, რომ ითანამშრომლოს აშშ-თან, ყატართან და აზერბაიჯანთან გაზის მიწოდების საკითხზე, თუ რუსეთი ბუნებრივი აირის მიწოდებას შეწყვეტს ან შეამცირებს.

 

„ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს, თუ დიპლომატიური გზით წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნება“, - განაცხადა ევროკომისარმა.

 

მისი თქმით, ევროკავშირმა საპასუხო ზომები შეიმუშავა, რომელიც რუსეთის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. ეს ზომები საექსპორტო კონტროლს ითვალისწინებს, რომლებიც მოსკოვს სტრატეგიული ამბიციების განხორციელებაში ხელს შეუშლის.

 

ბორელმა, ასევე, განაცხადა, რომ ევროკავშირის უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე უარს არ იტყვის.

 

ცნობისთვის, გასული წლის დეკემბრის ბოლოს ევროპაში ბუნებრივი აირის 1000 კუბური მეტრის ფასმა 2 ათას დოლარს გადააჭარბა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner