logo_geo
eng_logo
ბათუმში უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს
- +

31 იანვარი. 2022. 12:41

 

 

ბათუმში უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყო. სამუშაოები ერთობლივად რამდენიმე ლოკაციაზე ხორციელდება. ბათუმის მერის არჩილ ჩიქოვანის თქმით, მიმდინარეობს ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაცია და საავტომობილო გზების ორმოული შეკეთება. პარალელურად სრულდება გარეგანათების სისტემის აღდგენითი სამუშაოები. „ბათუმის წყლის“ მიერ კი ხორციელდება სანიაღვრე არხების წმენდა და მოწესრიგება.

 

„აღნიშნული სამუშაოები წლის განმავლობაში მუდმივად განხორციელდება, რისთვისაც 2 მილიონი ლარია გამოყოფილი. ბოდიშს ვუხდით ჩვენს თანაქალაქელებს, ვისაც ამ დღეებში გადაადგილებისას შეფერხებები შეექმნა. უახლოეს პერიოდში დავასრულებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner