logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი კოტე ციხისთავზე: მსგავს „ლიტერატურულ ნაწარმოებს“ „აგენტურული შეტყობინება“ ერქვა და მისი შინაარსის მიმართულებას ის ოპერატიული თანამშრომელი უკვეთავდა და აკონტროლებდა, ვისთანაც კავშირზე იმყოფებოდა აგენტი
- +

31 იანვარი. 2022. 13:00

 

 

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში „ტვ ფორმულას“ ეთერში ვახო სანაიას გადაცემაში კოტე ციხისთავის ინტერვიუს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მსგავს „ლიტერატურულ ნაწარმოებს“, როგორც მან თავად ბრძანა, „აგენტურული შეტყობინება“ ერქვა და მისი შინაარსის მიმართულებას და ძირითად ვექტორს პირველ რიგში ის ოპერატიული თანამშრომელი განსაზღვრავდა, უკვეთავდა და აკონტროლებდა - ვისთანაც ოპერატიულ კავშირზე იმყოფებოდა აგენტი (ფარული თანამშრომელი).

 

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, საუბარია შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გია ლორთქიფანიძეზე და მის იმდროინდელ აგენტზე (ფარულ თანამშრომელზე) კოტე ციხისთავზე. ამიტომ, რაც არ უნდა ილაპარაკოს ამ ადამიანმა, ან რაც არ უნდა ალაპარაკონ მას - ვერ გავექცევით რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას - რა მიმართულება მიეცა მის „ჩვენებებს“ გია ლორთქიფანიძის მიერ, ვისი სისტემისა და კორპორაციის ინტერესებში შედის ეს ინფორმაცია და რატომ ახლა.

 

„თავს ძალა დავატანე და დღეს მოვუსმინე „ცნობილი“ კრიმინალური პუბლიცისტის, კოტე ციხისთავის „ლიტერატურული ნაწარმოების“ (როგორც მან თავად ბრძანა) გუშინდელ ვიდეო/აუდიო ვერსიას ვინმე „ჟურნალისტ“ სანაიას დაკითხვის ტელეკამერაში. ჩემს სპეცსამსახურში მუშაობის პერიოდში, მსგავს „ლიტერატურულ ნაწარმოებს“ ჩვეულებრივად - „აგენტურული შეტყობინება„ ერქვა და მისი შინაარსის მიმართულებას და ძირითად ვექტორს პირველ რიგში ის ოპერატიული თანამშრომელი განსაზღვრავდა, უკვეთავდა და აკონტროლებდა - ვისთანაც ოპერატიულ კავშირზე იმყოფებოდა აგენტი (ფარული თანამშრომელი). ჩვენს შემთხვევაში საუბარი მიდის შსს-ს მინისტრის ყოფილ მოადგილე გია ლორთქიფანიძეზე და მის იმ დროინდელ აგენტზე (ფარულ თანამშრომელზე) კოტე ციხისთავზე. ამიტომ, რაც არ უნდა ილაპარაკოს ამ ადამიანმა, ან რაც არ უნდა ალაპარაკონ მას - ჩვენ ვერ გავექცევით რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას: რა მიმართულება მიეცა მის გუშინდელ „ჩვენებებს“ გია ლორთქიფანიძის მიერ, ვისი სისტემისა და კორპორაციის ინტერესებში შედის ეს ინფორმაცია და რატომ ახლა.

 

რამდენიმე ასევე მნიშვნელოვანი დეტალი. დაკითხვის მწარმოებლის შეკითხვაზე - „რა ურთიერთობები გაგაჩნდათ ცნობილ ტერორისტ შოთა ჭიჭიაშვილთან“ - კოტე ციხისთავმა იცრუა: „არანაირი დაძაბულობა არ მქონია, კარგი ურთიერთობა მქონდაო“. სინამდვილეში, გია ლორთქიფანიძემ ჭიჭიაშვილზე კოტე ციხისთავს არაერთი ცრუ/ჩვენება მიაცემინა, რის გამოც ჭიჭიაშვილი ორივეს ემუქრებოდა და ციხისთავს იმ დონის შიში ჰქონდა, რომ ამ „ნომერი პირველი ტერორისტის“, ფაქტობრივად გია ლორთქიფანიძის დაკვეთით და უკრაინის სპეცრაზმის შესრულებით, 2019 წელს უკრაინაში განხორციელებულ მკვლელობამდე - ჭიჭიაშვილზე საჯაროდ ხმის ამომღები არ იყო. ახლა კი, როგორც ჩანს ახალი დავალება მიიღო ლორთქიფანიძისაგან, რომელიც პირადი შურისძიების რეჟიმში გადავიდა მისთვის „ტრაილერის საქმეზე“ ბრალის წამყენებელ ხელისუფლებასთან მიმართებაში, რაც რა თქმა უნდა ასევე შედის პატიმარ სააკაშვილის ინტერესებში.

 

სხვათა შორის - იმ პატიმარ სააკაშვილის, რომელიც ციხისთავის გუშინდელი „აგენტურულ/ლიტერატურული“ ნაწარმოების მიხედვით, შეიძლება ახალ შარს გადაეყაროს. ციხისთავი გუშინ იმდენად შევიდა როლებში, რომ თბილისელებისთვის, სრულიად საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და დასამახსოვრებელი დანაშაულის - მარიამ გოგინაშვილის გატაცებისა და მისი შემდგომი მკვლელობის ეპიზოდებზე, ინფორმაციის დამალვაში პირდაპირ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს დასდო ბრალი. თან დააკვირდით მისი ამ ფანტასტიკური მონათხრობის მნიშვნელოვან დეტალს: იმ საბედისწერო ღამეს, ტყეში, საიდანაც გატაცებულმა პიტერ შოუმ გაქცევით უშველა თავს, სადაც ვინმე „ტაშკენტა“ მოკლეს და მისი ცხედარი ნაპოვნია, იქვე მოკლული მარიამის ცხედარი დღემდე ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. გადაცემის წამყვანი და მისი აუდიტორია შეიძლება „ჭამდეს“ ამ სისულელეებს, მაგრამ დანარჩენებს რატომ თვლიან იდიოტებად?

 

ვისაც ოდნავ მაინც შეხება ჰქონია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან ან „გაკვრით“ მაინც აქვს წარმოდგენა პენიტენციური სისტემის მუშაობაზე - რა კატეგორიას მივაკუთვნოთ ციხისთავის შემდეგი ბოდვა: გიორგი სანაიას მკვლელობის დროს, ის უკვე ციხეშია და იხდის სასჯელს, და ამ დროს შოთა ჭიჭიაშვილი, რომელსაც ციხისთავი ასახელებს გიორგი სანაიას მკვლელად, რუსეთის სპეცსამსახურის რეზიდენტად საქართველოში და ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერად - პატიმარ ციხისთავს ციხეში (!), ტელეფონით (!!) უკავშირდება და დეტალებში აწვდის ინფორმაციას და აღიარებით ჩვენებას ჩადენილ მკვლელობაში (!!!) და მკვლელობის დეტალებში - მსხვერპლის მარშრუტის დადგენა, გარე თვალთვალი და ა.შ. ანუ, მაინც გვთვლიან სრულ იდიოტებად თუ რასთან გვაქვს საქმე?

 

როგორც ჩანს, ციხისთავი მერე თავადვე მიხვდა დაშვებულ შეცდომებს, მიხვდა ამას დაკითხვის მწარმოებელიც და გადაცემის ბოლო მონაკვეთმა უკვე „უინტერესოდ“, შეშინებული, „სუხოი ატკაზის“ ხასიათზე დამდგარი აგენტის შეშინებული მზერის ფონზე ჩაიარა. გია ლორთქიფანიძემ, ჯერ კიდევ ვანო მერაბიშვილის შსს-ს მინისტრობისას, მისი მოადგილის პოსტზე ყოფნის დროს - რამდენიმეჯერ შესთავაზა ციხისთავს ციხიდან გამოყვანაში დახმარების გაწევა, მაგრამ იმდენად დიდი იყო შიში, რომ ჭიჭიაშვილი თავისუფლებაზე მას ფიზიკურად გაუსწორდებოდა, რომ ციხეში უსაფრთხოდ ყოფნა არჩია.

 

მხოლოდ მას შემდეგ, რაც იმის მაგივრად, რომ ესოდენ ფასეული მოწმე - შოთა ჭიჭიაშვილი ცოცხლად შეენარჩუნებინა, გია ლორთქიფანიძემ მის განადგურებაზე გასცა ბრძანება - მან ამჟამად „ოპერატიულ/პოლიტიკურ“ ველზე ციხისთავი გამოიყვანა, რათა „ოპერატიული თამაშების“ საკუთარი ჭკუით „ჩახლართულ“ (თუ ჩათლახურ?) კომბინაციებში გამოეყენებინა. გუშინდელ სააკაშვილთან მიმართებაში დაშვებული იაღლიშის შემდეგ კი, ვშიშობ - თავადვე არ შეიყვანონ უკვე ციხისთავი „შემთხვევით“ რაიმე ლეტალური ტიპის გაუგებრობაში“, - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner