„ოდესის გუბერნატორს უკრაინის რადაში დასაშანტაჟებლად უკვე მონიშნული ჰყავს როგორც უკრაინის მოქმედი პრემიერის არსენ იაცენიუკის, ისე პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს გუნდის წევრები, რადგან ყველა მათგანზე კომპრომატს ფლობს", - ამ განცხადებას მოძრაობა „ივერიელების" ხელმძღვანელი ლევან კოჭლოშვილი „ასავალ-დასავალთან" საუბრისას აკეთებს. მისივე თქმით, სააკაშვილი ამ ხნის განმავლობაში აგროვებდა ინფორმაციებს პროკურორ დავით საყვარელიძისა და ვანო მერაბიშვილის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძის დახმარებით, რომლებიც უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე დანიშნა.
„ინფორმაციას, რომელსაც ახლა მოგაწვდით, უკრაინაში მყოფი ჩინოსნისგან ვფლობ, რომლის სიტყვები თითქმის ყოველთვის მართლდება. საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკვე რეგიონებში დადის და საარჩევნოდ ემზადება, მაგრამ ამ დიდი თანამდებობისკენ მიმავალი გზაც შანტაჟზე გადის.
ოდესის გუბერნატორს უკრაინის რადაში დასაშანტაჟებლად უკვე მონიშნული ჰყავს როგორც უკრაინის მოქმედი პრემიერის არსენ იაცენიუკის, ისე პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს გუნდის წევრები, რადგან ყველა მათგანზე კომპრომატს ფლობს.
სააკაშვილმა როგორც კი მოიმაგრა ფეხი უკრაინაში, სასწრაფოდ ყოფილი პროკურორი დავით საყვარელიძე და ვანო მერაბიშვილის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე გამოიძახა და ეს უკანასკნელი ოდესის „მთავარ მილიციელად" დანიშნა. მაღალ პოსტზე მყოფ ლორთქიფანიძეს ხელი უამრავ მასალაზე მიუწვდება და მთელი ამ ხნის მანძილზე სააკაშვილისთვის საინტერესო ხალხზე საკმაო რაოდენობის კომპრომატი დააგროვა.
რაც შეეხება დავით საყვარელიძეს, ის იქაური პროკურატურის მამად მოიაზრება. მოგეხსენებათ, უკრაინა ოლიგარქების ქვეყანაა, ყველა პარტიას საკუთარი ოლიგარქი ჰყავს, რომლებიც ხელმძღვანელთა დაკვეთებს ასრულებენ. სააკაშვილის გუნდს თითოეულ მათგანზე უკვე ისეთი კომპრომატები აქვს მოპოვებული, რაც მანამდე არ იყო გამჟღავნებული საზოგადოებაში. ოდესის გუბერნატორი მათზე ზეგავლენას სწორედ ამ კომპრომატების საშუალებით მოახდენს და ხალხს თავის მხარეს გადმოქაჩავს, რათა ახლო მომავალში შექმნილ პარტიას სრული ლეგიტიმაცია ჰქონდეს", - აცხადებს კოჭლოშვილი.