logo_geo
eng_logo
მერაბ ტურავა: ე.წ. კაბელებისა და „რუსთავი 2“-ის საქმეებთან დაკავშირებით არის ეჭვები
- +

4 აგვისტო. 2016. 15:35



მოსამართლე მერაბ ტურავას ინფორმაციით, ე.წ. კაბელებისა და „რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებული სარჩელები შეცვლილია. ასევე ტურავამ აღნიშნა, რომ  მოსამართლეებისთვის უცნობია, ვინ შეცვალა სარჩელები.


„პარასკევს შემოსული სარჩელი დარეგისტრირებული ნომრით, შაბათ-კვირას არის სხვა სარჩელით შეცვლილი და ორშაბათს წარმოებაში მიღებული. ამის შესახებ მოსამართლეებს არ შეიძლება, რომ სცოდნოდათ, თუ როგორ, რატომ, ვის მიერ და რა მიზნით მოხდა ამ სარჩელების გამოცვლა. ორი სარჩელია აქ დღის წესრიგში და ორივე სარჩელთან დაკავშირებით არის ეჭვები. ვინ შეცვალა, მე არ ვიცი, ამის გამო ვიკრიბებით, რომ ეს დავადგინოთ და გადავწყვიტოთ", - განაცხადა ტურავამ და დაადასტურა, რომ ორ სარჩელში ე.წ. კაბელებისა და „რუსთავი 2"-ის საქმეებთან დაკავშირებულ სარჩელებს გულისხმობდა.


ტურავას განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილი გამოეხმაურა, რომლის განცხადებით, სარჩელების რეგისტრაციის პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო.


„რეგისტრაციის პროცესი ამ საქმესთან დაკავშირებით - „კაბელების საქმეს" ვგულისხმობ, განხორციელდა არა მარტო კანონის და კონსტიტუციის სრული დაცვით, არამედ - აბსოლუტურად გამჭვირვალედ. ნებისმიერი ეტაპი ცნობილი იყო ამ პროცესში მონაწილე ყველა მოსამართლისთვის", - აღნიშნა ვარძელაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner