logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: გია ლორთქიფანიძის პირადი აგენტი კოტე ციხისთავი ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური დავალების შესრულებას თამაზ თამაზაშვილის დისკრედიტაციით ცდილობს
- +

31 იანვარი. 2022. 13:23

 

 

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ დაწყებულ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეხმიანება, რომელშიც აქტიურად მონაწილეობს „ნაციონალური მოძრაობა“, გია ლორთქიფანიძე და დავით კეზერაშვილი. მეგრელიშვილის თქმით, კოტე ციხისთავი არის აგენტი, რომლის მიერ გია ლორთქიფანიძის სურვილით დაიდგა გია ლორთქიფანიძისვე აფეთქების სცენარი.

 

„ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს სამინისტროში თანხების გაფლანგვაზე დაწყებულ გამოძიებას ტვ ფორმულას დამფინანსებელი კეზერაშვილი შეეწირა, ის კანონდარღვევაში ამხილეს და მიუსაჯეს. დუმილზე შეთანხმების მიუხედავად სააკაშვილის ჩამოყვანის ორგანიზატორად დაკავებულებმა გია ლორთქიფანიძე მაინც დაასახელეს რითაც მის თავისუფლებას სერიოზული საფრთხე შეუქმნეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ლორთქიფანიძემ და კეზერაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ერთიანი მოქმედება დაიწყეს. გია ლორთქიფანიძის პირადი აგენტი, კოტე ციხისთავი, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური დავალების შესრულებას თამაზ თამაზაშვილის დისკრედიტაციით ცდილობს.

 

კოტე ციხისთავი არის აგენტი, რომლის მიერ გია ლორთქიფანიძის სურვილით დაიდგა გია ლორთქიფანიძისვე აფეთქების სცენარი. საქმე შსს-მ გაშიფრა და გამოარკვია, რომ გია ლორთქიფანიძემ აგენტ ციხისთავს თავად დაადებინა ასაფეთქებელი ცრუ განგაშისთვის. ამ საკითხის გამოძიებისას პროკურატურამ საქმიდან გამომდინარე ყველა პირი გამოკითხა, მათ შორის ციხისთავი, ასევე თამაზ თამაზაშვილის ირგვლივ ხელოვნურად გაჩენილ ყველა კითხვას პასუხი გასცა. კეზერაშვილის დავალებით ტვ „ფორმულას“ მხრიდან თამაზ თამაზაშვილის თემა გაააქტიურეს. თუმცა მცდელობა, მოახდინოთ თამაზ თამაზაშვილის დისკრედიტაცია უშედეგოა, რადგან მათთვის ისევ მათივე ბინძური საქმეების შეხსენება გვიწევს“, - წერს მეგრელიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner