logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: რატომ გაახსენდათ თამაზ თამაზაშვილი? იმიტომ, რომ პრემიერის სიმამრია და თუ ღარიბაშვილს პირდაპირ ვერ ვერევით, იქნებ ასე მაინც მივაყენოთ ზიანიო?
- +

31 იანვარი. 2022. 13:24

 

 

„თუ კარგად დავაკვირდებით სიტუაციას ქართულ პოლიტიკურ ველზე, მივხვდებით, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა: ოპოზიციისა და მათ ფლაგმანის „ნაციონალური მოძრაობისა“ და ბელად სააკაშვილის არა ერთგზის მცდელობები, ნებისმიერი გზით ხელისუფლების შეცვლისა, ასევე არაერთხელ ჩაფლავდა. ამ „სანუკვარი“ მიზნის მისაღწევად, სტრატეგიას თითქოს და ვერ დაუწუნებს კაცი, მაგრამ ტაქტიკა აშკარად ვერ უძლებს კრიტიკას“, - ასე აფასებს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს საქართველოში.

 

ნიკოლეიშვილი, ასევე, გიორგი სანაიას მკვლელობის საკითხს ეხმიანება და წერს, რომ „გიორგი სანაიას მკვლელობის გამოიძიება „ნაცმოძრაობისთვის“ არავის დაუშლია, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, მით უმეტეს, თუ იმასაც გავიხსენებთ, მათ ხელისუფლებაში მოსვლის ერთ-ერთი დამხმარე რგოლი ესეც გახლდათ“.

 

„თუ კარგად დავაკვირდებით სიტუაციას ქართულ პოლიტიკურ ველზე, მივხვდებით, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა: ოპოზიციისა, მათ ფლაგმანის „ნაციონალური მოძრაობისა“ და ბელად სააკაშვილის არა ერთგზის მცდელობები, ნებისმიერი გზით ხელისუფლების შეცვლისა, ასევე, არაერთხელ ჩაფლავდა. ამ „სანუკვარი“ მიზნის მისაღწევად, სტრატეგიას თითქოს და ვერ დაუწუნებს კაცი, მაგრამ ტაქტიკა აშკარად ვერ უძლებს კრიტიკას. ასევე, აღსანიშნავია, მათი სცენარის დაგეგმვა-აღსრულების დროს, მონაწილე პერსონაჟების საკმაოდ დაბალი რეიტინგი და ხალხში არაპოპულარობა - ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, იმის დამსახურებაა, რომ ეს ადამიანები არაერთხელ არიან შემჩნეული ტყუილების, ფეიკების, დეზინფორმაციის თუ პანიკის გავრცელებაში, რაც ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა და სადაც ან ყველამ ყველაფერი იცის და ან ძალიან მალე იგებს, თავიდანვე მარცხისთვისაა განწირული.

 

მაგალითისთვის ავიღოთ დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციის სურათიც: მას შემდეგ, რაც ვერც „არჩევნები გაყალბდას“ ძახილმა, ვერც უცხოური ლობისტების განცხადებებმა, ვერც დაანონსებულმა ფართომასშტაბიანმა და სინამდვილეში 20/30 კაცამდე დასულმა აქციებმა, ვერც ოპო-ტელე-ჟურნალისტების მუქარამ „სანამ ხელისუფლებას არ დავამხობთ, ქუჩიდან სტუდიებში არ დავბრუნდებითო“ - არ უშველა, ბოლო ლურსმნის ჩაჭედება უკვე სააკაშვილის ჯერ საქართველოში სამარცხვინო შემოპარვა, მერე მისი „შიმშილობა“, ფსიქიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობით მოსახლეობის დაშინება გამოდგა. კვლავ უაზრო შედეგი! გადაწყვიტეს, მცირემასშტაბიანი, მათი აზრით კი სერიოზული კბენებით დაკავდნენ. დამარცხებული რადიკალური ძალები თვალს ვერ უსწორებენ რეალობას და ხალხში დისკრედიტაციის მიზნით, მაინც ვერ ეშვებიან ბინძური კამპანიის აგორებას ხელისუფლების ამა თუ იმ წარმომადგენლის მიმართ, მნიშვნელობა არაა აქვს, თვითონ პიროვნება იქნება თუ მისი ოჯახის წევრი, თუნდაც არასრულწლოვანი შვილები.

 

ახლა იმის გახსენება, რომ თურმე რაღაც ეჭვები აქვთ თამაზ თამაზაშვილის წინააღმდეგ, ძალიან უბადრუკი მცდელობაა და მეტი არაფერი, ეს ყველაფერი ძალიან მარტივად იკითხება და იშიფრება:

 

  • რატომ გაახსენდათ თამაზ თამაზაშვილი?

 

  • იმიტომ, რომ პრემიერის სიმამრია, და თუ ღარიბაშვილს პირდაპირ ვერ ვერევით, იქნებ ასე მაინც მივაყენოთ ზიანიო;

 

  • ეს ადამიანი საქართველოშია და არასოდეს გაურბის კითხვებს და პრობლემა რაშია?

 

  • ჭკუა ხომ უნდა გქონდეს, დისკრედიტირებული და ნასამართლევი აგენტი ვინმე ციხისთავი გამოყენებაზე იფიქრო ამ თავიდანვე წაგებულ ბინძურ თამაშში?!

 

  • ციხისთავი გია ლორთქიფანიძის აგენტია, სწორედ იმის, სააკაშვილის ჩამოყვანის საქმეზე დაკავებულებმა რომ ხელი დაადეს, როგორც ორგანიზატორებმა, ეს რგოლიც ამ ბინძურ ჯაჭვში სერიოზულ ეჭვებს ბადებს;

 

  • გიორგი სანაიას მკვლელობის გამოიძიება „ნაცმოძრაობისთვის“ არავის დაუშლია, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, მით უმეტეს, თუ იმასაც გავიხსენებთ, მათ ხელისუფლებაში მოსვლის ერთ-ერთი დამხმარე რგოლი ესეც გახლდათ! დავაკვირდეთ რეალურად რა სურათი იკვეთება:

 

  • ოპოზიციის უმეტესობა განულებულია, როგორც გუბაზ სანიკიძემ ბრძანა, ანუ ზერო-აო, როგორც ჩაეკითხა ინგა გრიგოლია;

 

  • ბელადი სააკაშვილი ციხეშია, ვერც ამნისტიით და ვერც აფერისტობით გარეთ ვერ გამოდის, ციხის შტურმით აღება ამათ არ შეუძლიათ;

 

  • აქციები საქართველოში უკვე ძალიან არაპოპულარულია, მით უმეტეს, თუ რადიკალები აანონსებ-ატარებენ, ხალხს არც უყვართ და არც ენდობიან;

 

  • თუნდაც ბოლოდროინდელი უკრაინის რეზოლუციაზე მათ დამოკიდებულება, გავიხსენოთ - არიქა, რუსეთს დედა ვაგინოთ, ისეთი უსუსური გამოდგა, თვითონაც ჩაიქნიეს ხელი;

 

  • თვითონ ოპოზიციაში იმდენად ეზიზღებათ ერთმანეთი, რაიმე სახის ერთობაზე, თუნდაც „ფანჩატურულზე“, ლაპარაკიც კი ზედმეტია;

 

• ახლა, სავარაუდოდ, რუსეთ-უკრაინის ომს ელოდებიან, იქნებ იქიდან გამოადნონ რამე. რა რჩებათ, ისევ და ისევ მთავარ-ფორმულა-ტვ პირველ პარტიული ტელევიზიები, თავისი ფეიკებით და დეზინფორმაციებით, გადაცემებში ურეიტინგო პოლიტიკოსები, ან ცნობილი, მაგრამ ხალხში არაპოპულარული სახეების მიყვანით, მუქარები-ოხვრით და ოხრობის გაკეთების უსუსური მცდელობებით, რომელიც უკვე არც გამოდის და უფრო და უფრო, ამაზრზენ ხასიათს იძენს“, - წერს ნიკოლეიშვილი facebook–ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner