logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: კოტე ციხისთავი 25 წელზე მეტია აგენტია, რომელიც ახლაც თანამშრომლობს „ნაცმოძრაობასთან“, თამაზ თამაზაშვილის თემის წამოწევით ასრულებს პოლიტიკურ დავალებას
- +

31 იანვარი. 2022. 13:47

 

 

„ძალიან საინტერესოა, გიორგი სანაიას მკვლელობა რატომ არ გამოიძია „ნაცმოძრაობამ“ მაშინ, როცა თავად იყვნენ 9 წელი ხელისუფლებაში და ამ თემას მუდმივად ახსენებდნენ 2003 წლის „ვარდების რევოლუციამდე“? თამაზ თამაზაშვილი ამ წლების განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა და ნებისმიერ დროს შეეძლოთ მისთვის კითხვების დასმა. რატომ ახლა? იმიტომ რომ ეს არის ბინძური პოლიტიკური დაკვეთა სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ“, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.

 

ბოჟაძის თქმით, საინტერესოა, რა მიზანი ამოძრავებს გია ლორთქიფანიძეს.

 

მისივე თქმით, თამაზ თამაზაშვილის თემაც ხომ ტელეკომპანია „ფორმულამ“ წამოწია, რომელსაც დავით კეზერაშვილი აფინანსებს. თავის მხრივ მას პირადი მოტივაცია ამოძრავებს ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, ვინაიდან სწორედ მისი თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო საქმე კეზერაშვილის წინააღმდეგ თანხების გაფლანგვის შესახებ, რაზედაც კეზერაშვილს სასამართლომ მიუსაჯა სასჯელი.

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ ბინძური მეთოდებით ბრძოლა გრძელდება, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ტელევიზიები კვლავ ტყუილით, დეზინფორმაციითა და ცილისწამებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ვინ არის სინამდვილეში კოტე ციხისთავი? ის 25 წელზე მეტია აგენტია, დისკრედიტირებული, ნასამართლევი. გაქცეული გია ლორთქიფანიძის პირადი აგენტი, რომელიც ახლაც თანამშრომლობს „ნაცმოძრაობასთან“. თამაზ თამაზაშვილის თემის წამოწევით ასრულებს პოლიტიკურ დავალებას. ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს, როცა ვითომ გია ლორთქიფანიძის აფეთქება იგეგმებოდა, სწორედ თავისვე აგენტ ციხისთავს დაადებინა ასაფეთქებელი, რაც შსს-მ გაშიფრა და მაშინ არავინ დაშავებულა.

 

რაც შეეხება თამაზ თამაზაშვილის თემას: ამ საქმეზე პროკურატურამ თავის დროზე ყველა გამოიკითხა, მათ შორის ციხისთავი და ყველა კითხვას პასუხი გაეცა. შოთა ჭიჭიაშვილი, რომელსაც ახსენებს ციხისთავი, გია ლორთქიფანიძემ მოაკვლევინა უკრაინაში. ძალიან საინტერესოა, გიორგი სანაიას მკვლელობა რატომ არ გამოიძია „ნაცმოძრაობამ“ მაშინ, როცა თავად იყვნენ 9 წელი ხელისუფლებაში და ამ თემას მუდმივად ახსენებდნენ 2003 წლის „ვარდების რევოლუციამდე“? თამაზ თამაზაშვილი ამ წლების განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა და ნებისმიერ დროს შეეძლოთ მისთვის კითხვების დასმა. რატომ ახლა? იმიტომ რომ ეს არის ბინძური პოლიტიკური დაკვეთა სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ

 

. ვინ არის და რატომ არის ასე მოტივირებული გია ლორთქიფანიძე, რა მიზანი ამოძრავებს? მას ჩაუვარდა მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანის და „რევოლუციის“ გეგმა, ამ საქმეზე დაკავებულებმა სწორედ ის დაასახელეს ორგანიზატორად. თამაზ თამაზაშვილის თემა წამოწია ტელეკომპანია ფორმულამ, რომელსაც აფინანსებს დავით კეზერაშვილი, საქართველოს ბიუჯეტიდან მოპარული ფულით. კეზერაშვილსაც საკუთარი მოტივაცია აქვს იბრძოლოს ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, რადგან დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვაზე საქმეს მსვლელობა სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის დროს მიეცა, რაზედაც კეზერაშვილს სასამართლომაც მიუსაჯა სასჯელი. შესაბამისად, ყველაფერი დღესავით ნათელია: დამკვეთიც და შემსრულებელიც, ასე ტანდემში მოქმედებენ ნაცმოძრაობა, გია ლორთქიფანიძე და დავით კეზერაშვილი, თუმცა ტყუილით მიზანს ვერავინ მიაღწევს“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner