logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: მაზაკვალი ღიად გადავიდა სააკაშვილთან თანამშრომლობაზე
- +

31 იანვარი. 2022. 15:15

 

 

თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას ეხმიანება, სადაც გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ გაერთიანდა.

 

„როგორც ჩანს, გახარია შეეგუა ბედს და დარწმუნდა, რომ აღარ გაუვა მისთვის ჩვეული, ტყუილებით და ეშმაკობით შეფარული ბოდვები. ასე რომ, მაზაკვალი ღიად გადავიდა სააკაშვილთან თანამშრომლობაზე და მესამედ, ოფიციალური კოალიცია გააფორმა პატიმარ კრიმინალ სააკაშვილთან და მის პარტიასთან. ამით რომ საკუთარ „პოლიტიკურ მკვლელობას“ აწერს ხელს, ეგ თავად იდარდოს, მე იმ ხალხს მივმართავ, მისი რომ სჯეროდათ - თუ აქამდე გქონდათ რამე ეჭვები, ახლა მაინც ხომ ხვდებით, სად ჩაგითრიათ თქვენმა მატყუარა, მელიასთვის გადამდგარმა მინიბელადმა, მთავარ ბელადთან ერთად? ჰოდა, გონს მოეგეთ და სასწრაფოდ გაემიჯნეთ ამ სამარცხვინო მოღალატეს!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner