logo_geo
eng_logo
ირმა ხახუტაიშვილი: გახარია აღარ არის ოპოზიცია რუსთავში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში. მანდ რამე თუ ვერ გაკეთდება, თქვენი ბრალიც იქნება დღეიდან
- +

31 იანვარი. 2022. 15:20

 

 

ფეისბუქ-მომხმარებელი ირმა ხახუტაიშვილი ეხმიანება გახარიას და „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგ კოალიციას რუსთავში, სადაც საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს.

 

„გახარისტები, ხომ იცით, როგორ „აპრავებენ“ - მერე რა, შანსი ჰქონდათ და რატომაც არაო. ანუ, „ნაცებთან“ თანამდებობის პირზე მოლაპარაკებები მოსულა. მოკლედ, ახლა ეგეთი სიტუაციაა, მერი არის „ოცნება“, კანონით, მერმა უნდა წარადგინოს რამე ( გლეხურ ენაზე, ანუ სამსახურების უფროსების კანდიდატებს, ბიუჯეტი, ისა ესა), ხოლო დაამტკიცოს უნდა საკრებულომ, სადაც თავმჯდომარე გახდა გახარიასი, ანუ იხარეთ, გახარიას ხალხნო, გახარია აღარ არის ოპოზიცია რუსთავში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში. მანდ რამე თუ ვერ გაკეთდება, თქვენი ბრალიც იქნება დღეიდან (ჰო, ეგ არ დაგვავიწყდეს, თუ საკრებულოს თავმჯდომარე და მისი წევრები მერის მიერ წარდგენილ პროექტებს რამდენიმეჯერ არ დაუჭერენ მხარს, ავტომატურად, ყველანაირი წივილ-კივილის გარეშე ინიშნება ახალი არჩევნები კონკრეტულ ოლქში, ჰოდა, ვნახოთ, რა მოხდება. NDI-ს თუ დავუჯერებთ, ახალი არჩევნები კარგია, რადგან, გახარიას 1% უფიქსირდება და ეს სავაჭროც აღარ ექნებათ)“, - წერს ირმა ხახუტაიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner