logo_geo
eng_logo
“რამდენიმე დღის წინ პირველი სიტყვა თქვა...” - უმძიმეს ავარიაში გადარჩენილ ფეხბურთელ გიორგი თექთურმანიძეს დახმარება სჭირდება
- +

4 აგვისტო. 2016. 16:03



8 ივნისს,  გორის "დილას" ფეხბურთელი, გიორგი თექთურმანიძე ლანჩხუთთან ახლოს ავარიაში მოყვა. თვითმხილველების თქმით,  თექთურმანიძეს ავტომობილი ნაწვიმარ გზაზე მოცურდა, რამდენჯერმე გადაბრუნდა და ბოლოს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო და სატვირთო ავტომანქანებს დაეჯახა. ფეხბურთელი საავადმყოფოში მძიმე ტრავმებით მოათავსეს. თექთურმანიძე 23 დღის განმავლობაში ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა.


გიორგის მეუღლე, მომღერალი ანი ღონღაძე ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ფეხბურთელის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

 

„როცა გააღვიძეს, პირველად მე ვნახე. მხოლოდ თვალები ჰქონდა გახელილი და უაზრო მზერით იყურებოდა. ლაპარაკის მცდელობაც არ ჰქონდა. რამდენიმე კვირის მერე კი "არა"-ზე თავის ოდნავ ამოძრავება და "კი"-ზე თვალების დახუჭვა დაიწყო. რამდენიმე დღის წინ პირველი სიტყვა თქვა, მაგრამ რთულია, გაარკვიო, რას ამბობს, მხოლოდ ჩურჩულებს.

 

ტვინში სისხლჩაქცევები ბოლომდე გაიწოვა, უბრალოდ დაზიანებული ტვინის უჯრედების აღდგენა უნდა მოხდეს. ცოცხალს რომ ვუყურებ, ყველაფრის სტიმული მეძლევა. ახლა სჭირდება ჩიორას გვერდში დგომა და არ მინდა, ჩემს თვლაზე ცრემლი დაინახოს...

 

ძალიან გახდა. ხანდახან სკამზე დავსვამთ ხოლმე, დამოუკიდებლად ამას ვერ ახერხებს. მასაჟისტი, ლოგოპედი, ნევროლოგი, ფსიქოლოგი სახლში დადიან და მკურნალობენ. გიორგის საზღვარგარეთ რეაბილიტაცია სჭირდება. მონაცემები გერმანიის რამდენიმე კლინიკაში გადავაგზავნეთ და პასუხებიც მოვიდა. ერთი კურსი 40 000 ევრო ჯდება, თუმცა, წინასწარ ვერავინ იტყვის, რამდენი კურსი იქნება საჭირო მისი გამოჯანმრთელებისთვის. იმედი მაქვს, მკურნალობის სრული კურსის მერე თამაშს გააგრძელებს",- განაცხადა ღონღაძემ.


გიორგი თექთურმანიძის დასახმარებლად "საქართველოს ბანკში" ანგარიშის ნომერია გახსნილი:

GE45BG0000000647804800 მიმღები: გიორგი თექთურმანიძე

 

"მაგთის" და "ჯეოსელის" აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე 0 901 801 935, "ბილაინის" - 0 901 701 126


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner