logo_geo
eng_logo
Reuters: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა პუტინის ახლო გარემოცვაში მყოფი პირების სია მოამზადეს, რომლებსაც ეკონომიკური სანქციები დაუწესდებათ, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება
- +

31 იანვარი. 2022. 16:35

 

 

აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვაში მყოფი პირების სია მოამზადეს, რომლებსაც ეკონომიკური სანქციები დაუწესდებათ, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„ჩვენ მიერ გამოვლენილი პირები კრემლის ახლო გარემოცვაში შედიან და მთავრობის გადაწყვეტილების მიღებაში როლს თამაშობენ ან სულ მცირე, კრემლის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევი ქცევის თანამონაწილეები არიან“, - აღნიშნა აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.

 

მისი თქმით, აშშ-მა სანქციების კონკრეტული პაკეტები შეამუშავა როგორც ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვაში მყოფი პირებისთვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის და ეს ძალისხმევა აშშ-ის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით ხორციელდება.

 

„ჩვენ არ შეგვიძლია, ამ სიის შინაარსი გავამჟღავნოთ ან კონკრეტული სახელები დავასახელოთ, თუმცა, ის უამრავ სამიზნეს მოიცავს. პუტინის დამქაშები ვეღარ გამოიყენებენ თავიანთ მეუღლეებს ან ოჯახის სხვა წევრებს სანქციების თავიდან ასაცილებლად. სანქციები მათ საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან გათიშავს“, - აღნიშნა აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner