logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: დღეს საქართველო, რეფორმების ნაწილში, არის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და წარმატებული ქვეყანა
- +

4 აგვისტო. 2016. 16:18


 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოწვევით თბილისში იმყოფებიან ჰარვარდის უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის ცნობილი ეკონომისტები - დანი როდრიკი და ჩარლზ სეიბელი. მოწვეული სტუმრები მონაწილეობენ  საქართველოს ეკონომიკის განვითარების ორდღიან ფორუმში, რომელიც 4 აგვისტოს სასტუმრო „რუმსში"  გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.


ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი განცხადებით, ფორუმი საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის სახელმწიფო და კერძო სექტორის პარტნიორობის გაღრმავებას.

 

„ჩვენ მოწვეული გვყავს მსოფლიო კლასის  ორი პროფესორი -  დანი როდრიკი და ჩარლზ სეიბელი. ორივე მუშაობს ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილში. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ მრავალი მსოფლიო აღიარება მოპოვებული. ჩვენი მიზანია მათთან ერთად შევაფასოთ ის გზა, რომელიც გავიარეთ ეკონომიკური რეფორმების ნაწილში, ასევე მივიღოთ რეკომენდაციები, რომლებიც  შემდგომში კიდევ უფრო მოგვეხმარება ეკონომიკური რეფორმების ეფექტიანად გატარებაში", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რაც ფორუმზე გაჟღერდა, არის საქართველოს ეკონომიკის ეფექტურობის ამაღლება, მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

 

„დღეს საქართველო, რეფორმების ნაწილში,  არის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და წარმატებული ქვეყანა.    სტრუქტურული რეფორმები, ეკონომიკური ეფეტქურობის ამაღლება, მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილების შექმნა - ეს იყო ის ძირითადი გზავნილები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ ფორუმის პირველ ნაწილში, ხოლო ორი დღის მუშაობის შემდეგ, როდესაც მოწვეული ეკონომისტები გაეცნობიან და მოისმენენ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის შესახებ, კიდევ უფრო მეტ რეკომენდაციებს გასცემენ", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


ფორუმის ფარგლებში გაიმართება  შეხვედრები საქართველოს პრემიერ მინისტრთან, პირველ ვიცე-პრემიერთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან, ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამრეწველო პალატებთან, სტუდენტებთან, საბანკო სექტორის, ბიზნეს ასოციაციებისა და სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებთან. დანი როდრიკი და ჩარლზ სეიბლი წარმოადგენენ თავის ხედვებს და მოსაზრებებს ეკონომიკური პოლიტიკისა და განვითარების საკითხებზე, გაიმართება დისკუსია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner