logo_geo
eng_logo
არჩილ ჩიქოვანი: უხვი ნალექით გამოწვეული შეფერხებების სალიკვიდაციოდ ყველა შესაბამისი სამსახური მაქსიმალურად მობილიზებულია
- +

31 იანვარი. 2022. 19:06

 

 

„ყველა შესაბამისი სამსახური მაქსიმალურად მობილიზებულია, რათა იმ შეფერხებების ლიკვიდაცია, რომელიც უხვმა ნალექმა და სტიქიებმა ჩვენს ქალაქში განავითარა, დროულად მოხდეს“,- ამის შესახებ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

 

„უხვი ნალექის მოსვლისა და ზღვაზე განვითარებული შტორმის შედეგად, ბუნებრივია, ქალაქში რიგი გამოწვევები იყო. როგორც თოვლის გაწმენდითი სამუშაოები, ასევე სანაპირო ზოლში კონკრეტული სამუშაოები უკვე დასრულებულია. ახლა გადავედით უკვე შემდგომ ეტაპზე. მობილიზებულია ყველა კონტრაქტორი ორგანიზაცია და პრაქტიკულად 24-საათიან რეჟიმში, როგორც დღის, ასევე ღამის სამუშაოებს ვახორციელებთ, რათა საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს. ამავდროულად ქალაქის მასშტაბით გვაქვს ქვაფენილების აღდგენითი პროცესი დაწყებული. გარეგანათებების მიმართულებით მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. გარდა ამისა, ყველა შესაბამისი სამსახური მაქსიმალურად მობილიზებულია, რათა იმ შეფერხებების ლიკვიდაცია, რომელიც უხვმა ნალექმა და სტიქიებმა ჩვენს ქალაქში განავითარა, დროულად მოხდეს და განვაგრძოთ ჩვეულ რიტმში, ახალი კაპიტალური მშენებლობების ნაწილში, შესაბამისი მოქმედებები“,- განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner