logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: საჩხერის საავადმყოფოს არათუ დახურვა არ იგეგმება, პირიქით ის უფრო და უფრო ვითარდება
- +

4 აგვისტო. 2016. 16:25



საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო უარყოფს ინფორმაციას, თითქოს საჩხერის საავადმყოფო დაიხურა.


როგორც სერგეენკომ განაცხადა, საჩხერის საავადმყოფო არ დახურულა, ფუნქციონირებს და ვითარდება წარმატებულად. მინისტრის თქმით, საავადმყოფოს დახურვა არც იგეგმება, პირიქით ის უფრო და უფრო ვითარდება.


„საავადმყოფოს რეკონსტრუქცია რაც დასრულდა, ახალი სერვისები ემატება, ინფრასტრუქტურა უმჯობესდება", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.


როგორც ცნობილია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, კობა სუბელიანმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს საჩხერის საავადმყოფო დღემდე არ გაუხსნია და მან საავადმყოფოს დაფინანსება შეუწყვიტა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner