საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის ერთადერთი ამოცანა ახალი ცხელი წერტილის შექმნაა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა საზოგადოების ინტერესებითა არ არის განპირობებული.
„არავის ჰქონდეს ილუზია, რომ პარლამენტში „ნაცმოძრაობის“ შემოსვლა საზოგადოების ინტერესებით არის განპირობებული. ერთადერთი ამოცანაა, ახალი ცხელი წერტილის შექმნა, იმ კომისიის საკითხის დაყენება, რომელმაც უნდა შეაფასოს თავად მწამებელი სააკაშვილის მიმართ იყო თუ არა დარღვეული რამე კანონი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.