„გახარიას პირველივე ნაბიჯი გადადგომის შესახებ და მისი ყველა შემდგომი ქმედება იყო სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ გადარჩენისთვის გადაგდებული ბადე“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, დეპუტატი სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ მიესალმება რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას.
„იგივე მოხდა როდესაც პრაქტიკულად ვადამდელი არჩევნები ააცილეს წალენჯიხას, მერი გადაარჩინეს რისთვისაც გახარიამ მადლობაც დაიმსახურა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ამის გაგრძელებაა ის რაც დღეს რუსთავში ხდება. ჩვეულებრივი ლუსტრირებაა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.