logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: რეგიონებში ამას სააკაშვილისა და გახარიას პარტიების პოლიტიკურ ქორწინებას უწოდებენ, მათი კოალიცია საბოლოოდ შედგა
- +

31 იანვარი. 2022. 20:53

 

 

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სააკაშვილისა და გახარიას ერთობა საბოლოოდ შედგა, რასაც რეგიონებში ამ პარტიების პოლიტიკურ ქორწინებას უწოდებენ.

 

მისი თქმით, დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი და გიორგი გახარია პოლიტიკური პარტნიორები არიან.

 

„რეგიონებში ამას უწოდებენ სააკაშვილისა და გახარიას პარტიების პოლიტიკურ ქორწინებას და რეალურადაც ასეა. მათი კოალიცია საბოლოოდ შედგა, რუსთავშიც ასე გადაწყვიტეს, რომ ისინი ერთად იქნებიან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner