logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: თუ რუსეთი დიპლომატიაზე უარს იტყვის და უკრაინას დაესხმება თავს, რუსეთი პასუხს აგებს და ამას სწრაფი და მძიმე შედეგები მოჰყვება
- +

31 იანვარი. 2022. 21:25

 

 

„თუ რუსეთი დიპლომატიაზე უარს იტყვის და უკრაინას დაესხმება თავს, რუსეთი პასუხს აგებს და ამას სწრაფი და მძიმე შედეგები მოჰყვება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

 

„თუ რუსეთი გულწრფელად განწყობილია, უსაფრთხოების სფეროში შემაშფოთებელი საკითხები დიალოგის გზით გადაწყვიტოს, აშშ და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები გააგრძელებენ კეთილსინდისიერად ჩართულობას. თუ რუსეთი დიპლომატიაზე უარს იტყვის და უკრაინას დაესხმება თავს, რუსეთი პასუხს აგებს და ამას სწრაფი და მძიმე შედეგები მოჰყვება“, - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.

 

ჯო ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები და პარტნიორები ყველა სცენარისთვის მზადებას აგრძელებენ.

 

უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.

 

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner