logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: გადის თვეები, წლები, საკანონმდებლო ორგანოში ,,გაკვეთილებზე'' არ დაეთრევიან, ბოიკოტურ მდგომარეობაში ვართო. არ გვინდა და არ ვივლითო. ხელფასებს იღებენ, თანაც კაი გვარიან ხელფასებს
- +

31 იანვარი. 2022. 21:40

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„ნაცმოძრაობა" ბოიკოტსა სწყვიტამსო!

ბოლო საპარლამენტო არჩევნები როდის იყო ჩვენში? აღარც კი მახსოვს!

შარშან თუ შარშანწინ!

გადის თვეები, წლები, საკანონმდებლო ორგანოში ,,გაკვეთილებზე'' არ დაეთრევიან, ბოიკოტურ მდგომარეობაში ვართო. არ გვინდა და არ ვივლითო. ხელფასებს იღებენ, თანაც კაი გვარიან ხელფასებს.

კი, მაგრამ რატომ ჰქვია იმას ხელფასი, რასაც იღებენ? როგორ შეიძლება, ხელის ფასი ერქვას თანხას, როცა ხელი არ გაგინძრევია?!

არა, ამიხსენით, ეს რანაირი იკლიკანტური კანონია? წლები გადის, პარლამენტში არ დადიან, არ მუშაობენ, ფული მიაქვთ!

დედამიწის ზურგზე, სადმე, რომელიმე ქვეყანაში ასეთი რამ ხდება? რავი, არ მგონია!

ეგეთ დემოკრატიას დააფსას დეპუტატმა მაჭუტაძემ!

თუმცა, მაჭუტაძე რატომ დააფსამს? არც ეგ დადიოდა და ,,მაყუთს" კი იღებდა!

გეგონება, ჯერ ის უბედურება არ გვეყოფოდა, მაჭუტაძე ზემო თაროზე რომ წამოგვიჯდა, მერე ბოიკოტი გამოგვიცხადა და ახლა გვამადლის, შევალო.

ამ ჩემ ფეხებს, თუ არ შეხვალ კიდე!

 

ეხლაო, იძახის ერთი ქალი ,,ნაცმოძრაობიდან", გვარი დამავიწყდა, პარლამენტში იმიტომ შევდივართ, რომ კომისია შევქმნათ და მიხეილ სააკაშვილის წამების ფაქტები გამოვიძიოთო.

 

წამების ფაქტებიო, განა ფაქტიო? ადამიანს სული ამოხადეს, ყოველ შუაღამეს მაჯლაჯუნურად გადაცმული კრიმინალები მიდიან და ზემოდან ახტებიან, მეტის მოთმენა უკვე შეუძლებელიაო!

 

კობა ნაყოფიამ მიხას საკნიდან ამბავი გამაიტანა, უახლოეს დღეებში სააკაშვილი ულტიმატუმს წამააყენებსო. გაიგონეთ? ულტიმატუმს წამააყენებს და მთავრობამ უნდა შეასრულოსო. თუ არ შეასრულებს, უპრეცედენტოდ გააპროტესტებსო.

 

აჰა, ამან უნდა დაიკვეხოს, კავკასიაში მე ვარ, ჩრდილოეთ ევროპაში კიდე ბრეივიკიო. ამბობენ, ისიც მაგრადა ,,ბლატაობსო". თუმცა, პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენი უჯოკრავსო.

 

გაუშვით, ულტიმატუმი წამააყენოს, გავერთობით.

ამას წინებზე რომან გოცირიძის გამოცდილებაზე დაყრდნობით ეკონომიკური განვითარების გეგმა რომ დაწერა, სად წაიღო, სად გადამალა, პრეზენტაცია რატომ არ გამართა?!

 

შეცვალეთ კანონი!

ვინც პარლამენტში არ იარა და არ დადის, ააცმევინეთ მაინდან. ბოიკოტი, მოიკოტი არ ვიცი!

,,ტოჟე მნე" პოლიტიკოსები!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner