logo_geo
eng_logo
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საუდის არაბეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
- +

31 იანვარი. 2022. 21:42

 

 

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აბდულა ალ-მუტაირის შეხვდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, საუდის არაბეთის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.

აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული კავშირების, ინვესტიციებისა და ხალხთა შორის ურთიერთობების გაზრდის დიდი პოტენციალი არსებობს.

 

ხაზი გაესვა მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტებისა და შეხვედრების გააქტიურების მნიშვნელობას.

 

ელჩმა შალვა პაპუაშვილს საუდის არაბეთის სამეფოს შურა საბჭოს თავმჯდომარის მისალოცი წერილი გადასცა და საუდის არაბეთში ვიზიტით მიიწვია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner