logo_geo
eng_logo
მამაკაცი, რომელიც ლონდონის ცენტრში მოქალაქეებს თავს დაესხა, წარმოშობით სომალელია
- +

4 აგვისტო. 2016. 16:26



ბრიტანეთის პოლიციის ცნობით, მამაკაცი, რომელიც ლონდონის ცენტრში მოქალაქეებს თავს დაესხა, წარმოშობით სომალელი, ნორვეგიის მოქალაქეა.


BBC-ის ინფორმაციით, 19 წლის ბიჭი დანით იყო შეიარაღებული. პოლიციამ მისი დაკავება შეძლო. თავდასხმის მიზეზად მამაკაცის ფსიქიკური მდგომარეობა სახელდება.


ლონდონის ცენტრში, რასელის სკვერში, თავდასხმის შედეგად, ერთი ქალბატონი დაიღუპა და ხუთი ადამიანი დაშავდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner