logo_geo
eng_logo
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Moderna-ს ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა
- +

31 იანვარი. 2022. 22:49

 

 

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა.

 

აშშ-ში, Moderna-ს ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის 2020 წლის დეკემბრიდან არის ნებადართული და ახლა Spikevax-ის ბრენდის სახელით გაიყიდება.

 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, აშშ-ში, თითქმის 75 მილიონმა ადამიანმა უკვე მიიღო Moderna-ს ვაქცინის ორი დოზა.

 

„საზოგადოებას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ Spikevax-ი აკმაყოფილებს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მაღალ სტანდარტებს უსაფრთხოების, ეფექტურობისა და წარმოების ხარისხის კუთხით, რაც საჭიროა შეერთებულ შტატებში გამოსაყენებლად დამტკიცებული ნებისმიერი ვაქცინისთვის“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

Moderna-ს ვაქცინა 70-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება, მათ შორის კანადასა და ევროკავშირში.

 

აშშ-ში, პირველი ვაქცინა, რომელმაც სრული ავტორიზაცია მიიღო, Pfizer-ის ვაქცინა იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner