logo_geo
eng_logo
გაეროში უკრაინის ელჩი: კრემლს უნდა ახსოვდეს, რომ უკრაინა მზად არის თავის დასაცავად
- +

31 იანვარი. 2022. 23:47

 

 

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე უკრაინის ელჩმა, სერგეი კისლიცამ განაცხადა, რომ რუსეთს დეესკალაცია არ სურს და შესაძლო აგრესიის გასამართლებლად შეიძლება ემზადებოდეს.

 

მისი თქმით, უკრაინას დაახლოებით 130 000 რუსი სამხედრო ემუქრება, 112 000 ჯარისკაცი უკრაინის საზღვრის გარშემო და ყირიმში, ასევე საზღვაო და საჰაერო ძალების 18 000 წევრი.

 

„საკითხავია, რატომ არის იქ რუსული ძალები. ეს კითხვა სხვადასხვა ფორუმზე დავსვით, მკაფიო მესიჯები დავაფიქსირეთ. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთს არ სურს დეესკალაცია და შესაძლო აგრესიის გასამართლებლად ემზადება“, - აღნიშნა სერგეი კისლიცამ.

 

გაეროში უკრაინის ელჩმა განაცხადა, რომ უკრაინა მხარს უჭერს დიპლომატიური არხების შენარჩუნებას, თუმცა ქვეყანა მზად არის თავის დასაცავად.

 

„უკრაინა არ დაემორჩილება მუქარას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის დასუსტებას, მისი ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შელახვასა და საზოგადოების ფრუსტრაციის გაღვივებას. ეს არ მოხდება და კრემლს უნდა ახსოვდეს, რომ უკრაინა მზად არის თავის დასაცავად. ამავდროულად, ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთთან დიპლომატიური არხების შენარჩუნების აუცილებლობას, თუ ეს სამხედრო ინსტრუმენტებზე გადასვლას შეუშლის ხელს“, - აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner