logo_geo
eng_logo
აშშ კატარს ნატოს ფარგლებს გარეთ მთავარი მოკავშირის სტატუსს მიანიჭებს
- +

1 თებერვალი. 2022. 00:55

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესს აცნობებს, რომ კატარს ნატოს ფარგლებს გარეთ მთავარი მოკავშირის (Major non-NATO ally) სტატუსს მიანიჭებს.

 

კატარის ემირთან, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანთან გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული სტატუსი აშშ-სა და კატარს შორის ურთიერთობის მნიშვნელობას ასახავს.

 

„კატარი კარგი მეგობარი და სანდო პარტნიორია. კონგრესს შევატყობინებ, რომ კატარს ნატოს ფარგლებს გარეთ მთავარი მოკავშირის სტატუსს მივანიჭებ. ეს ჩვენი ურთიერთობის მნიშვნელობას ასახავს. მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ უნდა მიგვეღო“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

აღნიშნული სტატუსი უცხოელ პარტნიორებს გარკვეულ სარგებელს აძლევს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ვაჭრობისა და თანამშრომლობის კუთხით.

 

ამჟამად ნატოს ფარგლებს გარეთ მთავარი მოკავშირის (Major non-NATO ally) სტატუსი შემდეგ ქვეყნებს აქვთ: ისრაელი, ავსტრალია, ეგვიპტე, იაპონია, სამხრეთ კორეა, იორდანია, ახალი ზელანდია, არგენტინა, ბაჰრეინი, ფილიპინები, ტაილანდი, ქუვეითი, მაროკო, პაკისტანი, ავღანეთი, ტუნისი და ბრაზილია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner