logo_geo
eng_logo
ბიძინა კულუმბეგოვი ვარაუდობს, რომ ყოველდღიური კოვიდინფიცირების რეალური მაჩვენებელი 60-70 ათასის ფარგლებშია
- +

1 თებერვალი. 2022. 11:54

 

„ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ ყოველდღიურად, მოცირკულირე შემთხვევები 60-70 ათასზეც შეიძლებოდა ასულიყო. ალბათ, ახლა ამ მასშტაბთან გვაქვს საქმე. ეს ნიშნავს, რომ, პრაქტიკულად, ჩვენ უკვე პიკურ სიტუაციაში ვართ,“ - განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას.

 

მისი თქმით, ახლა მთავარი დატვირთვა პირველადი ჯანდაცვის რგოლზე მოდის.

 

„პანიკურ სიტუაციაში არ უნდა ჩავცვივდეთ. ჩვენთვის მთავარი კრიტერიუმია რამდენია მძიმე პაციენტი და რამდენი საწოლი გვაქვს დარჩენილი კლინიკაში. მოსახლეობას უნდა ვუთხრათ, რომ საწოლფონდის თითქმის 40% თავისუფალია და ქვეყანას ამ პაციენტების მართვა შეუძლია. სხვა ქვეყნების მაგალითზე ვნახეთ, რომ მართვის მეტი მოდელი არ არსებობს. მოსახლეობას კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლზე რისკები გაზრდილია. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული გამოწვევაა, მაგრამ, ალბათ, ახლა მთავარი პრიორიტეტიზაციაა, რადგან პაციენტს ძირითადი კონტაქტი ექიმთან სჭირდება, თუ მას რისკის დაავადება აქვს, აქვს ასაკი და თუ აუცრელია“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 24 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner