logo_geo
eng_logo
ხობში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მამა-შვილი ემსხვერპლა
- +

1 თებერვალი. 2022. 11:55

 

ხან­ძარ­მა ხობის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შუა ქვალონში 28 წლის შვილი და 56 წლის მამა იმსხვერპლა. ცეცხლი გვიან ღამით მაშინ გაჩნდა, როცა სახლში მამა-შვილი მარტო იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად საცხოვრებელი მთლიანად განადგურდა.

 

ადგილზე სამი სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზად დაუდევრობა სახელდება. მომხდართან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner