logo_geo
eng_logo
კასპში ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

1 თებერვალი. 2022. 13:05

 

ქალაქ კასპში ჯავახიშვილის ქუჩის მოწყობა-მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „შარა“ ახორციელებს.

 

მშენებლები ამჟამად გზის საფუძვლის და  რკინაბეტონის კიუვეტების მოწყობაზე მუშაობენ, ქუჩაზე მოეწყობა გადასასვლელებიც.  წინა მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ  კი  ასფალტის დაგებას  დაიწყებენ.

 

ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე 424 000 ლარი დაიხარჯება. მშენებელმა ქუჩის სრული რეაბილიტაცია, რომლის  სიგრძე 558 გრძივი მეტრია აპრილის თვეში უნდა დაასრულოს.

 

„კასპში  საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს 2022 წელსაც  ვაგრძელებთ.   ჯავახიშვილის ქუჩა აუცილებელ  განახლებას საჭიროებდა,  გამოვაცხადეთ სამუშაოების ტენდერი და გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები მალევე დაიწყო. პროექტის განხორციელების  შემდეგ მოსახლეობა და ტრანსპორტი კეთილმოწყობილი გზით შეძლებს გადაადგილებას. სულ მალე სამუშაოები ცხვედაძის ქუჩაზეც დაიწყება“, - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner