logo_geo
eng_logo
ტურიზმისთვის ივლისის თვე საქართველოში რეკორდული გამოდგა
- +

4 აგვისტო. 2016. 16:41


 

 

ტურიზმისთვის ივლისის თვე საქართველოში რეკორდული გამოდგა. მხოლოდ ერთ თვეში ქვეყანას 700 000-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური.


ტურიზმის მიმართულებით საქართველოში, სახარბიელო მაჩვენებლებია. შვიდ თვეში ქვეყანაში 3 მლნ 400 000-ზე მეტი ადამიანი შემოვიდა.


გიორგი კვირიკაშვილი: ეს ტენდენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის შემოსავლების ზრდა ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორში ჩართული ყველა ადამიანისთვის, დაწყებული ოჯახური სასტუმროებიდან, დამთავრებული დიდი მსხვილი ტურისტული კომპლექსებით. მნიშვნელოვნად აიწია ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობამაც და ვფიქრობ, რომ უფრო მეტ ტურისტს უნდა ველოდეთ მომავალ წელს.


პრემიერმა ეკონომიკისა და კულტურის სამინისტროებს ასევე ტურიზმის ადმინისტრაციას, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პოპულარიზაციისთვის სხვადასხვა ღონისძიებების მორიგი ტალღა, შემოდგომისთვის დაიგეგმება.


დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენ ვსაუბრობთ ეხლა იმაზე, რომ არამხოლოდ თბილისში არამედ დანარჩენი მიმართულებითაც გააფართოვოს სვლა ფლაი დუბაიმ თავისი გეოგრაფია. ასევე იყო ეტიჰატის წარმომადგენელი. ეს არის საკმაოდ დიდი კომპანია ასევე და ვფიქრობთ, რომ ეტიჰატთანაც მივაღწევთ მოლაპარაკებებს. აღმოსავლეთ ევროპა არის ძალიან საინტერესო, იქიდან იზრდება ტურისტების რაოდენობა. ასევე, ტურისტების რაოდენობა გვეზრდება ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც არის რუსეთი და უკრაინა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner