5 აგვისტოს, განმუხურში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერილი პროექტის „შემოსაზღვრე საქართველო" მესამე ეტაპი განხორციელდება.
საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 16:00 საათიდან რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. ვაჟა-ფშაველას 155 წლისთავთან დაკავშირებით, მწერალი მიხო მოსულიშვილი ვაჟა-ფშაველას შესახებ ლექციას წაიკითხავს. კულტურული პროცესების განვითარებისა და კულტურათაშორისი დიალოგის მნიშვნელობაზე ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი ქართველი მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი ისაუბრებს. დაგეგმილია მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „თამარი" ჩვენება, რომლის სცენარისტთან, მწერალ გურამ მეგრელიშვილთან ერთად დისკუსია მოეწყობა.