logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი „მაესტროზე“: საჯარო რეესტრმა შეასრულა ის, რაც წერია სასამართლო გადაწყვეტილებაში
- +

7 მარტი. 2016. 18:02


იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მაესტროში" დღეს განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა, რომ საჯარო რეესტრმა შეასრულა ის, რაც წერია სასამართლო გადაწყვეტილებაში.



საჯარო რეესტრმა შეასრულა ის, რაც წერია სასამართლო გადაწყვეტილებაში, რომ ქალბატონი ეთერ გადაბაძის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება არ დაკმაყოფილდა. ის გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში და სააპელაციო სასამართლომაც ბოლო ინსტანციით 1 მარტს მას უთხრა უარი. ამის შემდეგ უნდა აღსრულდეს სასამართლო განჩინება, რაც დღეს, 7 მარტს, საჯარო რეესტრმა განახორციელა კიდეც", - განაცხადა თეა წულუკიანმა.



საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძე შპს „სტუდია მაესტროს" დირექტორად დაარეგისტრირა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner