logo_geo
eng_logo
ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის პროექტის განხორციელება მომდევნო ეტაპზე გადადის
- +

4 აგვისტო. 2016. 17:15



აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შპს „სტადიონი"სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.


ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების შემდეგ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა განხორციელდება და სატენდერო პირობებთან მისი თავსებადობის შემთხვევაში საზედამხედველო მომსახურების გაწევაზე ხელშეკრულება გაფორმდება.


მომდევნო ეტაპზე, ტენდერში გამარჯვებული ტექნიკური ზედამხედველობის კომპანიის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა მოხდება, რის შემდეგაც მშენებლობისთვის საჭირო პროცედურები დაიწყება.


შესყიდვის ობიექტი: ქალაქ ბათუმში, მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 100 000 ლარია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner