უკრაინამ აშშ-ის სამხედრო დახმარების მეექვსე პარტია მიიღო. ამჯერად თვითმფრინავით კიევში 84 ტონა ტყვია-წამალი ჩაიტანეს. ამის შესახებ lenta.ua იუწყება.
„ერთი დღე-ღამის წინ აშშ-ის სამხედრო დახმარების მე-5 პარტია მივიღეთ, ახლა კი უკვე მე-6 ჩამოვიდა. ეს 84 ტონა ტყვია-წამალია“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა.
რეზნიკოვის თქმით, 1 თებერვლამდე უკრაინამ აშშ-სგან საერთო ჯამში 500 ტონა სამხედრო ტვირთი მიიღო.
„ეს პროცესი გაგრძელდება“, - ამბობს რეზნიკოვი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთო ჯამში აშშ-დან იარაღით დატვირთული 45 თვითმფრინავი უნდა ჩაფრინდეს.