logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: სიტყვა „რეზოლუციაზე“ პირველ რიგში გვახსენდება „ნაცმოძრაობის“ მიერ ქვეყნის ღალატი
- +

1 თებერვალი. 2022. 16:34

 

„სიტყვა „რეზოლუციაზე“ პირველ რიგში რა გვახსენდება? გვახსენდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩვენი ქვეყნის ღალატი. ამ კრიმინალებმა, ქვეყნის გამყიდველებმა ჯერ ქვეყნის 20% მიართვეს რუსეთს, შემდეგ წაბრძანდნენ ევროსაბჭოში და ნაჩუქარი ქართული მიწა ოფიციალურად დაუკანონეს, მოაწერეს რა ხელი რეზოლუციას, სადაც პირდაპირ დააბრალეს საქართველოს და ქართველ სამხედროებს ომის დაწყება“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას.

 

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ნაცები აკრიტიკებენ „ქართულ ოცნებას“ რეზოლუციის ტექსტზე, ძალა რომლის ღალატმა რუსეთის ფედერაციას მისცა შესაძლებლობა, რეზოლუციაზე ხელის მოწერით, ჩვენი ქვეყნის რეგიონების სრული ოკუპაცია მოეხდინა.

 

„სიტყვა „რეზოლუციაზე“ პირველ რიგში რა გვახსენდება? გვახსენდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩვენი ქვეყნის ღალატი. ამ კრიმინალებმა, ქვეყნის გამყიდველებმა ჯერ ქვეყნის 20% მიართვეს რუსეთს, შემდეგ წაბრძანდნენ ევროსაბჭოში და ნაჩუქარი ქართული მიწა ოფიციალურად დაუკანონეს, მოაწერეს რა ხელი რეზოლუციას, სადაც პირდაპირ დააბრალეს საქართველოს და ქართველ სამხედროებს ომის დაწყება. „ნაცების“ ამ ღალატმა, ამ უმძიმესმა კრიმინალურმა ქმედებამ ხელ-ფეხი გაუხსნა რუსეთის ფედერაციას, რომ მოეხდინა ჩვენი რეგიონების სრული ოკუპაცია და შემდეგ აღიარება. ახლა ეს ხალხი პარლამენტის ტრიბუნებზე სხედან და მორალს გვიკითხავენ. ეს მოღალატეები, ქვეყნის მტრები ახლა გვეუბნებიან, როგორ უნდა დაიწეროს რეზოლუცია. ეს არის შედეგი ზოგიერთი უსინდისო დასავლელი პოლიტიკოსის მიერ თავსმოხვეული კოჰაბიტაციის. მიუხედავად ამისა, ადრე თუ გვიან ისტორიაც და სამართალიც აუცილებლად დაარქმევს თავის სახელს სააკაშვილის ბანდის ამ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას“, - წერს ზურაბ ქადაგიძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner