logo_geo
eng_logo
დათო მაღრაძე „Gaetano Cingari“-ის 2016 წლის პრემიის ლაურეატი გახდა
- +

4 აგვისტო. 2016. 17:17



იტალიელი მკითხელისათვის უკვე კარგად ცნობილი დათო მაღრაძე „Gaetano Cingari"-ის 2016 წლის პრემიის ლაურეატი გახდა. სამხრეთ იტალიის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ გალიკოში გამართული წიგნის ფესტივალის ფარგლებში, რომელშიც 50 - მდე საგამომცემლო სახლი იღებდა მონაწილეობას პოეტი საპატიო სტუმრის სტატუსით დასკვნით საღამოს დაესწრო.


წიგნის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო დათო მაღრაძის „Ecco" (გამომცემელი ჯულიანო ლადოლფი, მთარგმნელი ნუნუ გელაძე, მარიენცა კორაჩი). "თავისუფლების პოეტი" როგორც უწოდა „Ansa"-ს კორესპონდენტმა ჯიორჯიო ნერიმ თავის სტატიაში, ახლა უკვე იტალიაში ყველაზე ცნობილ უცხოელ თანამედროვე მწერლების პირველ სამეულში დასახელდა.


როგორც საგამომცემლო სახლის „leonides" დამფუძნებელმა დომენიკო პოლიტომ განაცხადა: ,,ჩვენთვის დიდი პატივია დღეს ვმასპინძლობდეთ და გადავცემდეთ ჯილდოს თანამედროეობის ერთ- ერთ გამორჩეულ პოეტს დათო მაღრაძეს, აქ შექმნილი განწყობაც მოწმობს იმას, რომ ნამდვილი შემოქმედება საზღვრებს არ ცნობს,ნამდვილი შემოქმედება უნივერსალურია. ასეთია სწორედ დათო მაღრაძის პოეზია. ის ყველა ჩვენგანის კუთვნილებაა."


იმავე საღამოს დათო მაღრაძეს მოდისა და ხელოვნების პალატის ელჩის სტატუსი მიენიჭა მისი შემოქმედებისა და სამოქალაქო პოზიციისთვის.

 

როგორც პალატის პრეზიდენტმა  აღნიშნა: „ისტორიას მხოლოდ ინდივიდები ქნიან, ადამიანები რომელთაც ლიტერატურაში, ფერწერაში,პოლიტიკაში თუ ნებისმიერ საქმიანობაში საკუთარი ინდივიდუალიზმით აღწევენ იმას, რომ მათ მიერ ნათქვამი სიტყვა თუ საქმე, ხელოვნება, მუსიკა იპყრობს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს და ხდება განუმეორებელი. სწორედ ესაა საკუთარი სტილი, რომელიც როგორც სტანისლავ ეჟი ლეცი ამბობდა მხოლოდ ინდივიდებს გააჩნიათ. ამიტომაც მოხარულები ვართ რომ დღეიდან ჩვენი აკადემიის ელჩის სტატუსს სხვა თვალსაჩინო ნომინანტებთან ერთად, რომლებიც  ლიტერატურის, ხელოვნების, პოლიტიკის სფეროდან სხვადასხვა დროს გახდნენ ჩვენი  ელჩები, დღეიდან  დათო მაღრაძეც შეუერთდება,მაესტრო მაღრაძე  სწორედ რომ გამორჩეულად საკუთარი სტილის მატარებელი შემოქმედია".


ვულოცავთ პოეტ დათო მაღრაძეს მორიგ აღიარებას და მკითხველს შევახსენებთ, რომ სამიოდე კვირის წინ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო აკადემიის ჟიურის გადაწყვეტილებით დათო მაღრაძეს ლიტერატურის დარგში დიდი იტალიელი პოეტის ჯაკომო ლეოპარდის პრემია მიენიჭა და ოქროს მედალი გადაეცა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრემიის მფლობელი საქართველოდან ჯერ არავინ გამხდარა.


ავტორი: ნიკა ჭავჭავაძე 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner