logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალ ფორმატს ქმნიან
- +

1 თებერვალი. 2022. 16:44

 

უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალ ფორმატს ქმნიან. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

„ჩვენ ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალ ფორმატს ვქმნით, რომელშიც ჩართულები იქნებიან უკრაინა, ბრიტანეთი და პოლონეთი. ჩვენი სახელმწიფოსთვის ფინანსური მდგრადობის გარანტიებს უზრუნველვყოფთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ვოლოდიმირ ზელენსკის ახალი პოლიტიკური თანამშრომლობის ფორმატის დეტალები არ გაუსაჯაროებია. დღეს უკრაინაში პოლონეთისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინიტრების, მატეუშ მორავეცკისა და ბორის ჯონსონის ვიზიტი იგეგმება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner