ავტორი ნინო კვაჭანტირაძე
როცა კარგა ხანია თბილისში გავაქრეთ უძველესი, ისტორიული აფთიაქები ზემელზე, თავისუფლებაზე, მარჯანიშვილზე, ახლა ერთადერთი და უკანასკნელი - ოტენის აფთიაქიც სოლოლაკში, ლეონიძეზე დაუცლიათ და გასაქრობად გაუმზადებიათ. ახლა ბევრს აღარ დავწერ, კომპიუტერი ყველას გაქვთ და საყვარელი „გუგლი“ გეტყვით, ვინ იყვნენ გერმანელ ქართველებად წოდებული ოტენები, თბილისში რას აკეთებდნენ, რა ღვაწლი აქვთ ამ ქვეყნის წინაშე და რა განაჩენი გამოუტანეს ბოლშევიკებმა... ახლა კი მათ უკანასკნელ ნაკვალევს გაქრობა ემუქრება!
დაიმახსოვრეთ, ვინც წარსულს კენჭებს ესვრის, მას მომავალი ზარბაზნებს დაუშენს...
რავა, ყველა ანდაზას ჩემს ქვეყანაში უნდა მოეძებნოს გამართლება...