logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკის 2024 წლიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება სურს
- +

1 თებერვალი. 2022. 19:17

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გამყარების შესახებ, რომელიც შეიცავს რამდენიმე დავალებას მთავრობისა და თავდაცვის სამინისტროსთვის. ბრძანების ტექსტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

 

ზელენსკიმ მოუწოდა მთავრობას, შემუშავდეს კანონპროექტი, რომელშიც 2024 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გაუქმებას და „სამხედრო მომზადების ინტენსიური სისტემის მოდელის, როგორც სავალდებულო სამხედრო სამსახურის ალტერნატიული ფორმის შექმნას“ ითვალისწინებს. ამასთანავე, ზელენსკის ბრძანებით, 2022-დან 2024 წლამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა, რომელიც ახლა 261 000 ადამიანს შეადგენს, 100 ათასით უნდა გაიზარდოს.

 

დავალებების ნაწილი სამხედროების ხელფასების გაზრდას ეხება. ზელენსკის ინიციატივით, სამხედროების ხელფასი ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს და ორი მინიმალური ხელფასის ოდენობას მიაღწიოს. თავდაცვის სამინისტრომ ასევე უნდა მოამზადოს საკონტრაქტო ჯარის ფორმირებაზე ეტაპობრივი გადასვლის კონცეფცია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner