logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: უკრაინაში საომარი მოქმედებების გაჩაღებაზე ოცნებობს უკრაინის მოქალაქე პატიმარი სააკაშვილი და მისი ფსევდო დასავლური სექტა. ეს კიდევ ერთხელ ნათლად უჩვენებს, რომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მობრუნება დაუშვებელია
- +

1 თებერვალი. 2022. 21:50

 

„პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც კერძოდ, აღნიშნულია: უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარლამენტის მიერ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას.

 

როგორც აბაშიძე წერს, უკრაინაში საომარი მოქმედებების გაჩაღებაზე ოცნებობს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რაც კიდევ ერთხელ ნათლად უჩვენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მობრუნება დაუშვებელია.

 

„პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც კერძოდ, აღნიშნულია: უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი; სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია. უკრაინაში ომის დაუშვებლობაზე საუბრობს მთელი დემოკრატიული სამყარო. უკრაინაში საომარი მოქმედებების გაჩაღებაზე ოცნებობს უკრაინის მოქალაქე, პატიმარი სააკაშვილი და მისი ფსევდო დასავლური სექტა. ეს კი, კიდევ ერთხელ ნათლად უჩვენებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მობრუნება დაუშვებელია (და არც არასდროს მოხდება), რადგან ამ ტოტალიტარულ სექტას ომის, არეულობისა და მავნებლური დესტრუქციის გარდა, სხვა ვერაფერი know-how გააჩნია“, - წერს ანალიტიკოსი.

 

პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner