logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: სამწუხარო ის არის, რომ გახარიას საზოგადოება იმდენად უვიცი ჰგონია, რომ თითქოს ვერავინ ხვდებოდეს მისი და სააკაშვილის პოლიტიკურ ქორწინებას, თავად უარყოფენ „ნაცებთან“ კავშირს, მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს!
- +

1 თებერვალი. 2022. 21:50

 

„ამ წუთებში მიმდინარეობს ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომა, რომელსაც „ქართული ოცნების“ დეპუტაცია არ ესწრება. სხდომათა დარბაზში იმყოფებიან „ნაცმოძრაობის“, გახარიას და ლელოს წარმომადგენლები, ამ წუთისთვის კენჭს უყრიან სოციალური კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გახარიას პარტიის წარმომადგენელს ელზა ხოჭოლავას, ასევე, გეგმაში აქვთ ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარედ, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის თამარ გოგუას არჩევა“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია.

 

როგორც ლატარია წერს, გახარია უარყოფს „ნაცებთან“ კავშირს, თუმცა ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს.

 

„რამდენი რამ მაქვს დასაწერი, რაც ამ დღეებში მოხდა, მაგრამ მაინც ამით დავიწყებ. გუშინ, გახარიას პარტიის წევრის, ვინმე ბერდიას ბრიფინგზე გამახსენდა, უტიფრად რომ ამბობდა, არანაირ კოალიციას არ ვაფორმებთ „ნაცებთანო“. ცხადია, ჩემი საქმე არ არის, მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებები და შემდეგ ამ გადაწყვეტილებების სრულიად წარმოუდგენელი „გაპრავება“, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ გახარიას საზოგადოება იმდენად უვიცი ჰგონია, რომ თითქოს ვერავინ ხვდებოდეს მისი და სააკაშვილის პოლიტიკურ ქორწინებას. თავად კი უარყოფენ „ნაცებთან“ კავშირს, მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს! დღეს, ამ წუთებში მიმდინარეობს ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომა, რომელსაც „ქართული ოცნების“ დეპუტაცია არ ესწრება. სხდომათა დარბაზში იმყოფებიან „ნაცმოძრაობის“, გახარიას და „ლელოს“ წარმომადგენლები, ამ წუთისთვის კენჭს უყრიან სოციალური კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გახარიას პარტიის წარმომადგენელს ელზა ხოჭოლავას, ასევე, გეგმაში აქვთ ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარედ, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის თამარ გოგუას არჩევა. ახლა გამეცით პასუხი, გახარიების და „ნაცების“ ტანდემში მსგავსი ქმედება, მხოლოდ ფლირტია თუ პოლიტიკური ქორწინება?“ - წერს ირაკლი ლატარია facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner