logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ერთი საათითაც ვერ გაძლო მელიას აფიორამ და „ფეიკ-ნიუსმა“,რომ თითქოს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში ყველა მეგობარი ქვეყნის დროშა ააფრიალეს საქართველოს გარდა
- +

1 თებერვალი. 2022. 21:59

 

„დარბაზში საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა საფრანგეთისა და მოლდოვას წარმომადგენლობა. შესაბამისად არც ფრანგული და არც მოლდავური დროშა არ გაშლილა“, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე.

 

„პატივცემულო მიშიზმით შეპყრობილებო! აი, რატომ გაქვთ რეიტინგი ნულს ქვემოთ. ერთი საათითაც ვერ გაძლო მელიას აფიორამ და „ფეიკ-ნიუსმა“, რომ თითქოს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში ყველა მეგობარი ქვეყნის დროშა ააფრიალეს საქართველოს გარდა. სინამდვილეში კი რადაში იმ ქვეყნის დროშები გაიშალა, რომელთაგანაც სამხედრო დახმარებას იღებს უკრაინა. დარბაზში საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა საფრანგეთისა და მოლდოვას წარმომადგენლობა. შესაბამისად არც ფრანგული და არც მოლდავური დროშა არ გაშლილა. P.S. ისეთი დაჩიავებულები ხართ, რომ თქვენი „ფეიკ-ნიუსები“ ერთ საათსაც ვეღარ ქაჩავს“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner