logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს: მწარედ ცდებით ბატონებო!
- +

4 აგვისტო. 2016. 17:21



„ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს მიმართავს:

 

„ოჯახის შესახებ რეფერენდუმის შესაძლო დანიშვნამ, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ამ კუთხით განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის"  წარმომადგენლები და ფსევდო ლიბერალები აქტიურობენ.  „ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, რეფერენდუმის გზით ხელისუფლება ცდილობს გადაფაროს საკუთარი ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი,  თითქოს რეფერენდუმის ჩატარების სურვილი ნათლად აჩვენებს  საქართველოს არსებულ ხელისუფლებაზე  რუსეთის ზეგავლენას. ისინი ასევე აპელირებენ, რომ მთავრობას აღარ გააჩნია პოლიტიკური რეიტინგი და ისინი  არჩევნების წინ რეფრენდუმის გზით ახდენენ მოსახლეობაზე მანიპულირებას. მინდა მივმართო ოპოზიციას (ნაციონალური მოძრაობის წარმოამდგენლებს) მწარედ ცდებით ბატონებო, თითოეული თქვენ მიერ გაჟღერებული ბრალდება არის მტკნარი სიცრუე და ემსახურება სიცრუის ტირაჟირებას.  

 

ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სახელმწიფოში რომელიც აღიარებს კანონის უზენაესობას (კონსტიტუციის). კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ რეფერენდუმის ჩატარებისთვის საჭიროა 200 000 (ორასი ათასი) ხელმოწერა  და თუ რეფერენდუმის თემა არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, პრეზიდენტი ვალდებულია დანიშნოს რეფერენდუმის თარიღი.  რა ვუყოთ 200 000 ადამიანს? არ გავითვალისწინოთ მათი სურვილი? თუ ისინი არ არიან ამ ქვეყნის შვილები? კარგად მესმის, რომ თქვენ (ნაციონალებო) ხართ პირველი „დემოკრატები" რომელთათვისაც 200 000 კაცის ხმა არაფერს ნიშნავდა და ქვეყანის მართავდით ერთპიროვნულად, ისევე როგორც დიქტატორი, მაგრამ რეალობა შეიცვალა და დღეს საქართველოში საკუთარ მომავალს ხალხი თვითონ  წყვეტს.  ყველას ვალია   პატივი ვცეთ მოსახლეობის სურვილს და მივცეთ მათ საშუალება, რეფერენდუმის გზით გადაწყვიტონ  თუ რა არის მათთვის უმჯობესი.

 

 

P.S. ბრალდებებში ასევე ნათქვამია, რომ თითქოს რეფერენდუმის ჩატარებით საქართველო შორდება დასავლურ ორბიტას. ეს განცხადება სხვა არაფერია თუ არა უვიცობა, ან მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზანმირთული მცდელობა. რადგან, დასავლეთს არანაირი კავშირი არ აქვს ერთსქესიანთა დაოჯახებასთან. კერძოდ, 2015 წელს სლოვენიაში აიკრძალა ერთსქესიანთა ქორწინება, ასევე მსგავსი კავშირი დაუშვებელია, გერმანიაში, ავსტრალიაში და ა.შ." - აცხადებს ქადაგიძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner