logo_geo
eng_logo
ჯანმოს დირექტორი: შეშფოთებულნი ვართ გავრცელებული ნარატივით, რომ „ომიკრონის“ მაღალი გადაცემისა და დაბალი სიმძიმის გამო, ვირუსის გადაცემის პრევენცია აღარ არის შესაძლებელი და აღარ არის საჭირო - ნაადრევია ვირუსზე გამარჯვების გამოცხადება
- +

1 თებერვალი. 2022. 22:05

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის ნაადრევია დანებება ან კორონავირუსზე გამარჯვების გამოცხადება.

 

„მსოფლიოს უმეტეს ნაწილში სიკვდილიანობის ძალიან შემაშფოთებელ ზრდას ვხედავთ. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ გავრცელებული ნარატივით, რომ „ომიკრონის“ მაღალი გადაცემისა და დაბალი სიმძიმის გამო, ვირუსის გადაცემის პრევენცია აღარ არის შესაძლებელი და აღარ არის საჭირო. მეტი გადაცემა მეტ სიკვდილს ნიშნავს. ნებისმიერი ქვეყნისთვის ნაადრევია დანებება ან ვირუსზე გამარჯვების გამოცხადება“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თქმით, ვირუსი საშიშია და ის განვითარებას აგრძელებს.

 

„ეს ვირუსი გააგრძელებს განვითარებას, რის გამოც ჩვენ მოვუწოდებთ ქვეყნებს, გააგრძელონ ტესტირება, მონიტორინგი და სეკვენირება. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა ყველა ადამიანს ჰქონდეს წვდომა ვაქცინებზე. ამავდროულად, ასევე ცხადია, რომ ვირუსის განვითარებასთან ერთად ვაქცინების განვითარება შეიძლება საჭირო გახდეს“, - განაცხადა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner