„რადას დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს, მოლდოვას (ასოცირების ტრიოს ქვეყნები უკრაინასთან ერთად), საფრანგეთისა და იმ სხვა სახელმწიფოების ოფიციალური პირები, რომლებსაც ამ მომენტისთვის, უკრაინისთვის სამხედრო ტიპის დახმარება არ გაუწევიათ. დღეს, ამ ქვეყნების დროშებიც არ აფრიალებულა“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომელიც ნიკანორ მელიას ფეისბუქ პოსტს ეხმიანება.
როგორც ანალიტიკოსი წერს, საქართველოს დროშასთან ერთად არ აფრიალებულა მოლდოვას, საფრანგეთის და სხვა იქ მყოფი მეგობარი ქვეყნების დროშები, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ ხსენებული სახელმწიფოების ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა იკადრონ ასეთი უსინდისო მანიპულაცია.
„სიყალბე, ტყუილი, დეზინფორმაცია, მანიპულაცია და არაფერი ამის გარდა - ეს „ნაციონალური მოძრაობის“ სავიზიტო ბარათია. სააკაშვილის პარტიის ნომინალური ლიდერი, ნიკა მელია და სექტის სხვა აქტორები ორკესტრირებულად ავრცელებენ მორიგ სიყალბეს, რომ თითქოს საქართველოს პატივს არ სცემენ და უკრაინის რადას სხდომაზე, დეპუტატების მიერ მადლიერების ნიშნად, ჩვენი ქვეყნის დროშა ამიტომაც არ იყო წარმოდგენილი. რეალობა კი ამგვარია - უკრაინელმა პარლამენტარებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გამოფენილიყო მხოლოდ იმ ქვეყნების დროშები, რომლებმაც სამხედრო დახმარება აღმოუჩინეს უკრაინას. ამასთან, რადას დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს, მოლდოვას (ასოცირების ტრიოს ქვეყნები უკრაინასთან ერთად), საფრანგეთისა და იმ სხვა სახელმწიფოების ოფიციალური პირები, რომლებსაც ამ მომენტისთვის, უკრაინისთვის სამხედრო ტიპის დახმარება არ გაუწევიათ. დღეს, ამ ქვეყნების დროშებიც არ აფრიალებულა კიევში, სხდომათა დარბაზში. თუმცა, ნაკლები ალბათობაა იმის, რომ ხსენებული სახელმწიფოების ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა იკადრონ ასეთი უსინდისო მანიპულაცია“, - წერს აბაშიძე Facebook-ზე.