„უკრაინის საზღვართან რუსეთის მხრიდან ესკალაციის საფრთხე გადაჭარბებული არ არის და რუსეთი თავისი ქმედებებით ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურის შელახვას ცდილობს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„ვერ ვიტყვი, რომ საფრთხე გადაჭარბებულია. ახლა ვეცნობით სადაზვერვო მონაცემებს, რომელიც დაძაბულ სიტუაციას ცხადყოფს. სხვადასხვა ოპერაციის მომზადებას აქვს ადგილი, რაც სამხედრო კამპანიას შეესაბამება. საუბარი არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზეა“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
ბორის ჯონსონმა ასევე ისაუბრა გავლენის სფეროებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელია.
„საუბარი არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ რუსეთის გავლენის სფეროებზეცაა: მოლდოვა, საქართველო, სხვა ქვეყნები. ეს აბსოლუტურად მიუღებელია“, - განაცხადა მან.