logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ეს არ იქნება უკრაინისა და რუსეთის ომი, ეს ევროპული ომი იქნება - სრულმასშტაბური ომი
- +

2 თებერვალი. 2022. 00:11

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის სრულმასშტაბური თავდასხმის შემთხვევაში, ომი არა უკრაინასა და რუსეთს შორის, არამედ რუსეთსა და ევროპას შორის იქნება.

 

„საკუთარ თავს ვიცავთ, ჩვენს ქვეყანას ვიცავთ, ჩვენს კულტურას, ენასა და ტრადიციებს ვიცავთ. უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ხალხს ვიცავთ. მაღალი რისკები იქნება ყველასთვის, ვინც ჩვენი ტერიტორიის თუნდაც მცირე ნაწილის დაკავებას შეეცდება“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბორის ჯონსონთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინელები ბოლომდე იბრძოლებენ.

 

„რუსებმა უნდა მოგვისმინონ. მათ უნდა გაიგონ, რომ ომი არის ის, რაც ნამდვილად არავის სჭირდება. ჩვენ იარაღით ხელში არავინ დაგვიპატიჟებია. ქალაქის ან ტერიტორიის ოკუპაცია არ მოხდება. სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ძლიერი ესკალაციის შემთხვევაში, ტრაგედია მოხდება. ამიტომ ძალიან ღია ვარ. ეს არ იქნება უკრაინისა და რუსეთის ომი. ეს იქნება ევროპული ომი. სრულმასშტაბური ომი“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner