logo_geo
eng_logo
Street Theatre Project - ქუჩის თეატრის პროექტი იწყება - უფასო წარმოდგენები ბათუმში
- +

4 აგვისტო. 2016. 10:15



5-14 აგვისტოს, ბათუმში, პროექტის „Heat Batumi" ფარგლებში, გაიმართება ქუჩის თეატრის პროექტი Street Theatre Project.


5 აგვისტოს, 17:00 საათიდან, 20:00 საათამდე, ბათუმის ბულვარში, ზაფხულის თეატრის წინ, მოეწყობა სლოვაკეთის თეატრალური ჯგუფის BIG NAME წარმოდგენა.


ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ბულვარში, საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნის თეატრები წარმოდგენებს გამართავენ. ღია ცის ქვეშ მაყურებელთა წინაშე რუსთაველის, თელავის, ილიაუნის, მოზარდმაყურებელთა, სოხუმის, ბათუმის თოჯინების, ახალციხის, მუსიკისა და დრამის და პანტომიმის თეატრები წარსდგებიან.


პროექტის ფარგლებში, ბათუმს სლოვაკეთის (BIG NAMES), საფრანგეთის (TRANSE EXPRESS,TAMBOURS & GIANT DOLLS), რუსეთის (პატარა ისტორიები - ჯამბზის შოუ), ესპანეთის (CAMUT BAND), დიდი ბრიტანეთის (FRANTIC, SPARK) დასები ესტუმრებიან და მაყურებელს საინტერესო სანახაობას შესთავაზებენ.


 9-10 აგვისტოს, ბათუმის ლიტერატურულ კაფეში პოეზიის საღამოები მოეწყობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კატო ჯავახიშვილი, ნიკა ჯორჯანელი და ზვიად რატიანი. 12 აგვისტოს, კი ე.წ „კოლონადებთან" The Quintessence - ის კონცერტი მოეწყობა.


„ქუჩის თეატრის პროექტი" საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის „Check in Georgia" ფარგლებში იმართება.


5 აგვისტო

 

 

BIG NAMES, სლოვაკეთი

ადგილი: ბულვარი, ზაფხულის თეატრის წინ

დასაწყისი: 17:00, 18:30, 20:00


ხანგრძლივობა: 60 წუთი


მოკლე ტრაილერი:

BIG NAMES (MUST SEE) VIDEO LINK

Big Names in Hong Kong

Big Names in Istanbul


Big Names in Turkish Television Star


ვებ. გვერდი: http://www.bignames.net/





5 აგვისტო

 

 

მტრის ნიღაბი

 

რუსთაველის თეატრი, საქართველო

 

ადგილი: პიაცა დასაწყისი: 22:00 ხანგრძლივობა: 120 წუთი

 

მოკლე ტრაილერი: https://www.youtube.com/watch?v=T2IRza9PgnA ვებ. გვერდი: http://rustavelitheatre.ge/

 

 

 

 

5 აგვისტო

 

 

ჰორაციო

 

თელავის თეატრი, საქართველო ადგილი: ბულვარი, კოლონადები

 

დასაწყისი: 21:00

ხანგრძლივობა: 65 წუთი, შესვენების გარეშე




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner