logo_geo
eng_logo
ზაზა მარიდაშვილი: რეზოლუცია სრულიად პასუხობს დასავლურ სტანდარტებს და ნათლად გამოხატავს მთავარს - უკრაინელი ხალხის ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას
- +

2 თებერვალი. 2022. 12:19

 

 

„თუ უკრაინას მხარს ვუჭერთ, ეს ნიშნავს, რომ ვეწინააღმდეგებით რუსეთის პოზიციას; ამას დიდი მტკიცება არ ესაჭიროება; უბრალოდ, ოპოზიცია ცდილობს დიპლომატიურ დოკუმენტს საკუთარი სპეკულანტური და არაფრის მომტანი პასაჟები დაამატოს“, - წერს სოციალურ ქსელში იურისტი ზაზა მარიდაშვილი.

 

იურისტი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეზოლუცია სრულად შეესაბამება დასავლურ სტანდარტებს და გამოხატავს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას.

 

მისი თქმით, ამავე მოწვევის პარლამენტში საგარეო პოლიტიკის თაობაზე მიღებული იქნა რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი მოხსენიებული იყო როგორც საქართველოს ოკუპანტი ქვეყანა, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ არც ამ რეზოლუციისთვის დაუჭერია მხარი.

 

„საქართველოს პარლამენტმა უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო. ყველას მოგეხსენებათ ოპოზიციის მორიგი არაჯანსაღი დამოკიდებულება ამ რეზოლუციის მიმართ; მოდით, მოკლედ განვიხილოთ რეზოლუციის თუნდაც ერთი აბზაცი, რომლის თანახმად საქართველოს პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ, რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. რეზოლუციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში. რომ შევაჯამოთ, აღნიშნული რეზოლუცია, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის დოკუმენტი, სრულიად პასუხობს დასავლურ სტანდარტებს და ნათლად გამოხატავს მთავარს - უკრაინელი ხალხის ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას; და თუ უკრაინას მხარს ვუჭერთ, ეს ნიშნავს, რომ ვეწინააღმდეგებით რუსეთის პოზიციას; ამას დიდი მტკიცება არ ესაჭიროება; უბრალოდ, ოპოზიცია ცდილობს დიპლომატიურ დოკუმენტს საკუთარი სპეკულანტური და არაფრის მომტანი პასაჟები დაამატოს;

 

ისე კი, ერთი საინტერესო ფაქტიც უნდა გავიხსენოთ - ამავე მოწვევის პარლამენტში საგარეო პოლიტიკის თაობაზე მიღებული იქნა რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი მოხსენიებული იყო როგორც საქართველოს ოკუპანტი ქვეყანა, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ არც ამ რეზოლუციისთვის დაუჭერია მხარი. მოკლედ, როგორც ყოველთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ და მის ნარატივს აყოლილი სხვა ოპოზიციური ძალები მოქმედებენ არა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ სიტუაციის დასაძაბად და მოცემულ მომენტში დესტრუქციული გარემოს შესაქმნელად“, - წერს ზაზა მარიდაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner