logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე უკრაინის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მადლობას იხდის, ხოლო „სირცხვილია“ და ნაცაქტივისტი რუხაძე ვენებს იჭრიან, სიტყვა რუსეთი რატომ არ ჩაწერეთო
- +

2 თებერვალი. 2022. 12:20

 

 

„ეს სქრინი პირადად ჩემთვის ყველაზე მეტად ასახავს „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი ანასხლეტების ერთი მხრივ აგონიას, მეორე მხრივ, მათ ანტისახელმწიფოებრივ მიზნებსა და გეგმებს“, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე და აქვეყნებს სქრინს, სადაც „სირცხვილიას“ აქტივისტი ნოდარ რუხაძე აკრიტიკებს საქართველოს პარლამენტს რეზოლუციის გამო, მაშინ, როდესაც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე უკრაინის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მადლობას იხდის.

 

„ეს სქრინი პირადად ჩემთვის ყველაზე მეტად ასახავს „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი ანასხლეტების ერთი მხრივ აგონიას, მეორე მხრივ მათ ანტისახელმწიფოებრივ მიზნებსა და გეგმებს. აბა, სხვა რა უნდა ვთქვა, როდესაც პარლამენტის მიერ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე უკრაინის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მადლობას იხდის, ხოლო ნაცების „სირცხვილია“ და ნაცაქტივისტი ვინმე რუხაძე ვენებს იჭრიან, სიტყვა რუსეთი რატომ არ ჩაწერეთო“, - წერს ანალიტიკოსი facebook-ზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner